პრომეთე, მარტვილი, სათაფლია… – 2023 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი

2023 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 078 112 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით (902 063 ვიზიტორი) 19%-ით – არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, ხოლო 58% უცხოელი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და სათაფლიას ესტუმრა.
2023 წელს დაცული ტერიტორიების რეიტინგი მონახულების მიხედვით, ასე გამოიყურება:
პრომეთეს მღვიმეს – 230 677 ვიზიტორი;
მარტვილის კანიონს – 228 998 ვიზიტორი;
სათაფლიას – 96 956 ვიზიტორი;
რაც შეეხება სხვა დაცულ ტერიტორიებს, 2023 წლის ტოპ-10 ტერიტორია შემდეგია:
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონი
სათაფლია
მტირალას ეროვნული პარკი
წალკის კანიონი
ოკაცეს კანიონი
თბილისის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ყაზბეგის ეროვნული პარკი
ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი