იაგო ხვიჩია ოპოზიციის დაპირებაზე – ნუ არიან წუწკები – 1000-ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ სჯობს? – მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ სჯობს?

ნუ არიან წუწკები – 1000 ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობია? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ ჯობია? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, მ ოპოზიციური პარტიების დაპირებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გარკვეული ოპოზიციური პარტიების დაპირებებს საღი აზრი არ უდევს.
„მე მგონი, ცოტა ხელმოჭერილი ხალხია დაპირებებში. მაგალითად, 1000 ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობია? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს? ასე არ ჯობია? მე ასე დავუკორექტირებდი დაპირებებს ჩვენს კოლეგებს. ნუ არიან წუწკები. მეტი დაჰპირდნენ ქართველ ხალხს. მეტი უნდა დავპირდეთ, რა გენანება? საღი აზრი არ უდევს ამ გათვლებს და ბარემ თუ დაპირებებია ნუ ვიქნებით წუწკები, მეტი დავპირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მან ასევე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით “ლელოს” განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მუქარა, არამედ წინასაარჩევნო ხრიკია.
„მუქარად აღვიქვამდი სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ „ლელო” რომ ბიძინას ემუქრება ცოტა ირონიული გამოდის ეს და მაგიტომ ვერ ვიღებ ბოლომდე მუქარად. მე მგონი, უფრო წინასაარჩევნო „ტრიუკია”, ვიდრე სერიოზული მუქარა,” – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ლელოს” ლიდერმა, მ განაცხადა, რომ ს ადგილი არის კრემლში და მას შემდეგ რაც „ლელო” ხელისუფლებაში მოვა, ის მოსკოვში აუცილებლად წავა.

ასევე დაგაინტერესებთ