ქართული კულტურის სადარაჯოზე – ანსამბლი „შილდას“ ახალი აუდიო ალბომის პრეზენტაცია კონცერტის თანხლებით გაიმართა

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდი ქართული გალობისა და ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა „დედას ლევანას“ სახელობის ფოლკლორული ანსამბლ შილდას კონცერტი და რიგით მე-2 აუდიო ალბომის პრეზენტაცია.
ღონისძიება ეძღვნებოდა გამოჩენილი კახელი მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ შილდას კონსულტანტის – ანდრო სიმაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. კონცერტზე შესრულდა კახური სიმღერის შილდური, თელაური და ართანული ვარიანტები.
ღონისძიებაზე „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ შილდას გადასცა ფონდი ქართული გალობის სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – ახალი თაობა.
ფოლკლორული ანსამბლი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებლის – ლევან ასაბაშვილის, იგივე „დედას ლევანას“ სახელს ატარებს. ანსამბლი 2017 წელს დაფუძნდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, მეღვინეობა შილდასა და საქველმოქმედო ფონდ ქართულ გალობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ანსამბლ შილდას ძირითადი მიზანია ტრადიციული კახური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაცია და რეპერტუარში ადგილობრივი უნიკალური ნიმუშების დამკვიდრება. დაარსებიდან დღემდე ანსამბლი არაერთხელ წარდგა მსმენელის წინაშე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია

ვლადიმერ ჩაჩიბაია – როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ – გავიგე მეორე დღეს, როცა სამსახურში მივედი, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით