რეზო ხარაზი – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა აჭარის რეგიონში 70 პროექტში მილიარდ ლარზე მეტი თანხა მოიპარეს – მზად ვართ, 2024 წლის არჩევნებით შევცვალოთ კორუმპირებული „ქართული ოცნება“

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა აჭარის რეგიონში 70 პროექტში მილიარდ ლარზე მეტი თანხა მოიპარეს.
რეზო ხარაზის თქმით, კონკრეტული პროექტები განუხორციელებელი დარჩა.
„ხალხზე თვალში ნაცრის შეყრაა ს და მისი მთავრობის აწ უკვე პრემიერის – ირაკლი კობახიძის მხრიდან დღეს, კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო და რჩება კორუფციის სათავეში! ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად ჩანს აჭარაში. სწორედ, მათი ძალისხმევითა და ხელშეწყობით, „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის დროს გაძარცვეს აჭარა. არც ოლიგარქ, არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს და არც მისი პარტიის თავმჯდომარეს, ახლა უკვე ქვეყნის პრემიერს, არასოდეს გაუპროტესტებია და მოუთხოვია გამოძიება და დასჯა იმ მაღალჩინოსნების, რომელთა ხელითაც ძარცვავდნენ ბათუმს და აჭარას. არასდროს გვინახავს ივანიშვილ-კობახიძის პოზიცია იმ პროექტებზე, რომლებზეც ფული დაიხარჯა და სამუშაოები არ შესრულდა. მაგალითად: ს ნაპირგამაგრება – 55 მილიონი; სარფის ნაპირგამაგრება – 60 მილიონი; ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაცია – 19 მილიონი; გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია – 23 მილიონი; ბათუმის შემოვლითი გზა ავტობანი – 329 მილიონი; ბათუმის ნაგავსაყრელი – 5 მილიონი; ყინულის სახლი და საცურაო აუზი – 29 მილიონი; ბათუმის განათების სისტემების რეაბილიტაცია – 28 მილიონი. არასდროს გაუპროტესტებია და მოუკითხავს საჯაროდ, ღიად ამბავი ბათუმში, თუ როგორ გამდიდრდა თანამდებობის პირები მშენებლობის ნებართვებით. 70 პროექტში, აჭარაში მილიარდ ლარზე მეტი მოიპარა ივანიშვილ-კობახიძის მფარველობით 11 წლის განმავლობაში აჭარაში მათმა ხელდასმულმა ჩინოვნიკებმა. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონი იდგა “ქართული ოცნების“ სათავეში, როცა ბათუმის მერიის ტენდერებიდან პირდაპირ შემოწირულობების სახით მიდიოდა ფული მისი პარტიის ანგარიშზე, ის განკარგავდა ასევე შავ ფულს ყველა არჩევნებზე, რომელიც სწორედ ბიუჯეტის ხარჯებით ივსებოდა და ივსება დღესაც. ეს ყველაფერი არ იკმარა მ და მისი უშუალო ხელმძღვანელობით და კრიმინალური მეთოდებით მოახდინა ბათუმში არჩევნების შედეგებით დადგენილი კონფიგურაციის შეცვლა რაც ყველამ საჯაროდ ვიხილეთ [2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე]. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ყალბია და მანიპულაციაა ივანიშვილ-კობახიძის კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ, მიშა სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მზად ვართ 2024 წლის 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად, ხალხთან ერთად დავამარცხოთ და შევცვალოთ კორუმპირებული „ქართული ოცნება“! დავუბრუნოთ აჭარას და ბათუმს სწრაფი განვითარების ტემპები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც მოგვცემს უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანაქალაქელების დაბრუნების საშუალებას”, – აცხადებს რეზო ხარაზი.

ასევე დაგაინტერესებთ