რუსტემ უმეროვი „რამშტაინის“ შეხვედრაზე – დრონების კოალიცია უკვე ოფიციალურად ამოქმედდა – ვმუშაობთ რუსების განდევნაზე ჩვენი ტერიტორიებიდან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
“წარიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკებები შესაძლებლობების კოალიციის ფარგლებში. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კოალიციამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა. მე მადლობელი ვარ გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ლიდერობისთვის“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა „რამშტაინის“ ფორმატში გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.
მისი თქმით, დღის წესრიგშია ასევე საარტილერიო სისტემები და ჭურვები. კერძოდ, ერთობლივი წარმოება. „ამაზე ვმუშაობთ, უკვე არის შედეგები”, – დასძინა უმეროვმა.
თანამედროვე F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ყველა შეთანხმების ფარგლებში, გრაფიკის მიხედვით მოქმედებენ.
„გაიზრდება პარტნიორებთან ურთიერთობა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების საკითხზე. დრონების კოალიცია უკვე ოფიციალურად ამოქმედდა და რვა ქვეყანა შეუერთდა – შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, , გერმანია, ლიეტუვა, , ნიდერლანდები, ლატვია“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
„განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს და თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას. არის პარტნიორების მხარდაჭერა. ვმუშაობთ რუსების განდევნაზე ჩვენი ტერიტორიებიდან – როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვასა და ცაში“, – აღნიშნა უმეროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ