რატომ არის საჭირო, რომ ამერიკაში ამერიკული ქუდი დაიხურო?! – ხუროშვილი

რატომ არის საჭირო, რომ ამერიკაში რომ ხარ ამერიკული ქუდი დაიხურო?!
1. ქმარი (ან ცოლი) რომ გცემს, 911-ში უნდა დარეკო და პოლიციამ უნდა დაიცვას შენი უფლებები მოძალადისაგან!
2. თუ ფულს გძალავენ: FBI ს უნდა შეატყობინო და მამიდაშვილს არ უნდა ურეკო მოსკოვში: “ქურდებს არავის იცნობო?!”
3. თუ თავი აგტკივდა, ნიმესილი არ უნდა დალიო დღეში 5 ჯერ. თავს კი უშველის მაგრამ ღვიძლს ანგრევს!….
4. ბავშვიანებმა საცხოვრებლად შეარჩიეთ ამერიკული სკოლები და ბავშვებისათვის არ არის აუცილებელი რუსულენოვანი რეპეტიტორები! თორემ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ ბავშვს საშინაო დავალება აქვს: “ტბილისი მასკვა” ფრენები!
5. იმასაც შეეჩვიეთ, რომ უფასოდ აქ ვერავინ მოგემსახურებათ სისტემატიურად:
ძიძა- ფულს აკეთებს იმით რომ ძიძად მუშაობს
მძღოლი ფულს აკეთებს მძღოლად მუშაობით.
ბიზნესმენი ბიზნესს აკეთებს ბიზნესით და ნუ მოსთხოვ თან შენთან დამასამქე, რასაც გამოვიმუშავებ სრულად მომეცი და ხარჯებიც კი შენ დამიფარეო!…
ეს ყველაფერი არაა, ყველაფერს ვერც ჩამოვთვლით:
მთავარია საკუთარი თავის და სხვა ადამიანის პატივისცემა ვისწავლოთ!