ოსიმენს ნეაპოლში სასწრაფოდ აბრუნებენ – “ნაპოლი” შეცვლილი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს

ANSA იტყობინება, რომ ვიქტორ ოსიმენს “ნაპოლის” ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაბრუნება მოსთხოვა და უკვე გზაშია. ლაგოსიდან მგზვარობას ის გადაჯდომებით 15-16 საათი მოუნდება და დანიშნულების ადგილზე დილით იქნება.
ოსიმენმა ბოლოს “ნაპოლიში” 23 დეკემბერს “რომასთან” ითამაშა, იმედოვნებენ, რომ 17 თებერვალს გუნდს “ჯენოასთან” დაეხმარება და თანაც, მისი გამოჩენა პარტნიორებზე ემოციურად დადებითად იმოქმედებს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ნიგერიელი აზრით უკვე სხვა კლუბშია და შეიძლება თავის წარმოჩენა გაუჭირდეს.
SKY-ს ცნობით, აფრიკის თასზე სიცხეში ასპარეზობის შედეგად ვიქტორი გამოფიტულია, 3-4 კილოგრამი დაიკლო, პარასკევს ივარჯიშებს და საუკეთესო შემთხვევაში შაბათს შეცვლაზე
შევა.
გამოცემის ცნობით, მეკარე ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, ხოლო პიოტრ ზილენსკის ნაცვლად, სავარაუდოდ, სასტარტოში ჰამედ ტრაორეს დააყენებენ. ხაზგასმულია, რომ “ნაპოლის” ტაქტიკა 4-3-3 იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში