რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი ძალაში შევიდა

14 თებერვალს, ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც მსჯავრდებულთათთვის ქონების კონფისკაციის უფლებას იძლევა. ერთ-ერთი მუხლი აღნიშნულ სასჯელს რუსეთის არმიის დისკრედიტაციის გამო, “გამიზნულად ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის ითვალისწინებს.
შედეგად, კანონპროექტმა, რომელიც დუმას 22 იანვარს წარედგინა და 31 იანვარს პარლამენტარებმა ერთხმად მიიღეს, დღეიდან კანონის ძალა აქვს. მეზობელ სახლმწიფოში, სუვერენულ ში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს მოსკოვი ჯერ კიდევ “სპეცოპერაციად” მოიხსენიებს.
გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის მათ დასჯას, ვინც თავის საქმიანობას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართავს, “იმ მოღალატეების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარებს ტალახს სცხებენ”, – ამბობს სახელმწიფო სათათბიროში ქვედა პალატის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი. როგორც წესი, რუსეთის სასამართლოებში არმიის დისკრედიტაციად მიიჩნევა უკრაინაში ომის შესახებ გავრცელებული რეალური ცნობები, რაც უმეტესად არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, ოფიციალურ ვერსიას.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციის OVD-Info მონაცემებით, რუსეთმა ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის 900-მდე პირი გაასამართლა. აქედან მინიმუმ 250 – რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი” განცხადებების გავრცელების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს