Wizz Air-ის ბორტზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა – აეროპორტში სუსმა და შსს-მ მუშაობა დაასრულეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” აცხადებს, რომ ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
“ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად [საგამოძიებო უწყებებმა] ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება”, – წერია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ განცხადებაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ცრუ შეტყობინების მიღების გამო სუსმა გამოძიება დაიწყო.
ქუთაისი-ბარსელონის რეისი დღეს, 19:00 საათზე შესრულდება – დაგეგმილმა დრო 6 საათით გადაიწია. 148 მგზავრმა, რომელიც Wizz Air-ის ბორტმა ესპანეთში უნდა ჩაიყვანოს სპეციალური შემოწმება უკვე გაიარეს.
დღეს, 14 თებერვალს 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
მოგვიანებით ქუთაისის აეროპორტის განცხადებით გაირკვა, რომ “მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის