პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში – ნოშრევან ლომთათიძესთან, ს სახელმწიფოში – ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში – ვახტანგ ჯაოშვილთან და ს რესპუბლიკაში – ზურაბ ხამაშურიძესთან.
მ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ