ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ცნობილია

ქუთაისი-ბარსელონა რეისი უკან დაბრუნების მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობა გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს:
,,აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”
ადგილზე შესაბამისი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებენ