საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე – EMITT 2024 გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ ტუროპერატორებთან, მოეწყო პრეზენტაცია და საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.
3-დღიან გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 595 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია, ასევე 150-ზე მეტი ტუროპერატორი ესწრებოდა. EMITT 2024-ს 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ