სერგო ჩიხლაძე მიუნხენის კონფერენციაზე – მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის

მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს“.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ყველა ასეთი ფორუმი საქართველოს ინტერესების დასაცავად უნდა იყოს გამოყენებული.
„მთავარია, რომ ყველა ასეთი ფორუმი გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს მიზნებია საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია; ინვესტორების მოძიება და მოზიდვა საქართველოში, რათა ასიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება, ყველა ეს წასვლა ფუჭი იქნება. მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი