„ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი ს“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Toyota CHR-ის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრიმო „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით, თუმცა პრიმოს წევრებისთვის „ალდაგს“ განსხვავებული შეთავაზებები აქვს დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც.
„მოხარულები ვართ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული „შოურუმის“ გახსნის ღონისძიების მხარდამჭერები ვართ, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ვართ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის პრიმოს სახელით, პრიმო პირველი პრემიუმ დაზღვევაა ინდუსტრიაში, რომელიც სპეციალურად მორგებულ შეთავაზებებსა და განსხვავებულ პირობებს მოიცავს“, – აცხადებენ „ალდაგში“.
მათივე განმარტებით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი, ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპზე – ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი, არ ვართ ასეთი დამოკიდებულების – პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, განა არ იციან, რომ ფოტო „ფეიკი“ არაა?! იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი და შემდეგ ვახშამს დავესწარი

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით