რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსების მიერ გვიან ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
რუსების თავდასხმების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. სულ, ს შეტევების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ში 7 ადამიანი გარდაიცვალა და 23 დაშავდა.