ხავი: ვფიქრობ, ლა ლიგის მოგება ისევ შეგვიძლია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერ “რეალთან” 10-ქულიანი ჩამორჩენისა, მისი გუნდი ჩემპიონობის შანსს კვლავ ინარჩუნებს.
“მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.