ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება

უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება და გამოვაცოცხლოთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, – ამის შესახებ გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და თავსებადობა.
მირჩა ჯოანამ განმარტა, რომ გასული წლის ივლისიდან ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის Patriot-ის რაკეტებსა და 155 მილიმეტრიან საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით.
„მოკავშირეებს ძალების ერთიანი ნაკრები ჰყავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი მიდგომა თავდაცვის ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს ნატო-ს კომპეტენციებს, მაგალითად, სტანდარტების დაწესების სფეროში და არ ქმნის ბარიერებს მოკავშირეებს შორის“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.