აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს – ამის შესახებ -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.
“შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი დოლარი გზაშია. ცდილობდა, უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად, ზამთარი და ზამთრის სიცივე გამოეყენებინა იარაღად, დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის”, – აღნიშნა პიატმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობასთან მუშაობს, რათა დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა განავითარონ, რომელიც ევროპასთან სრულად იქნება ინტეგრირებული.