„ევროოპტიმისტები“ საგარეო საქმეთა მინისტრს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს

„ევროოპტიმისტები“ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით, საქართველოს პარლამენტში იბარებს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.
მისი თქმით, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
„ვიბარებთ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის, ახალი პრემიერ-მინისტრისაგან განმარტება, ან მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს საზღვარგარეთ კონკრეტულად, ახლადგახსნილ უბნებზე ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ