ფოთის მერი – ჩვენი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ

ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
ს მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
მიმდინარეობს ტროტუარების და ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ