რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში, ასევე შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის გაშვებული 9 უპილოტო საფრენი აპარატი.
“დღეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა ტერორისტული იერიში მიეტანა ცხრა დრონის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.
სამორიგეო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის (ორი უპილოტო საფრენი აპარატი) და ვორონეჟის (ერთი უპილოტო საფრენი აპარატი) ოლქების ტერიტორიებზე, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში (ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი)”. – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული დრონების განადგურების შესახებ. როგორც მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, ოლქში ოპერატიული ვითარება პირადად ჰყავს კონტროლზე აყვანილი.