2023 წლის განმავლობაში ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 13 შემთხვევაა გახსნილი

2023 წლის განმავლობაში ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 13 შემთხვევაა გახსნილი.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
შესაბამისად, უწყების ცნობით, შემთხვევათა გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 30,23%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევა რაოდენობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის 39 შემთხვევა აღრიცხა, რომელთაგან მხოლოდ 12 შემთხვევის გახსნა შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები