ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ლაიფციგს” გოლი არ ჩაუთვალეს, “რეალმა” გაიმარჯვა – “სიტი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
„რეალმა“ ბელინგემის გარეშე სტუმრად „ლაიფციგს“ 1:0 სძლია. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. „სამეფო გუნდმა“ მეტოქის იერიშები მოიგერია და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დააწინაურა. დარჩენილ დროში გერმანულმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლუნინი და „რეალმა“ გაიმარჯვა.
. ანჩელოტის გუნდმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე მატჩი საერთო ანგარიშით 17:7 მოიგო.
. ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
. როდრიგომ „რეალში“
მეორასედ ითამაშა – 50 გოლი და 36 საგოლე პასი.
„მანჩესტერ სიტიმ“ ში „კოპენჰაგენი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა.
. „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 11 შეხვედრაში საერთო ანგარიშით 32:6 იმარჯვა.
. დე ბრუინმა გოლი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასია. იქამდე 5 თვე ტრავმის გამო გაუცდა.
ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“
ლაიფციგი – რეალი 0:1
გოლი: ბრაიმ დიასი (49)
კოპენჰაგენი. „პარკენი“
გოლები: 0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდო სილვა (45), 1:3 ფოდენი (90+2)
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 7 მარტს ჩატარდება.