ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს მედლები შემატა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 121/125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მიშველიძემ აკვრაში თავი 143/147 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით კი კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.