რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანია და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლი…
ომის წინა ნაწილებში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გაგვაჩნია. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ ცენტრალურ ბანაკებში…
იმას ვამბობ, რომ რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. სწორი არაა მოქალაქეებისთვის, მცხოვრებლებისთვის, ოჯახებისთვის, ბრძოლის არეალში ყოფნა. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო”, – განაცხადა ჰალევიმ.