თეონა აქუბარდია – მიუნხენში სალომე ზურაბიშვილი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც გვაქვს როგორც რუსეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნით – ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი მიუნხენში იქნება, ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ზურაბიშვილი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც საქართველოს აქვს როგორც დან, ასევე ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მიუნხენის კონფერენციის მნიშნველობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიუსელში ყოფნას „აფუჭებდა“, რადგან საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე აქცენტებს “ადეკვატურად არ აკეთებდა”.
„მოწვევა გაგზავნილი იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და მოხდა ისე, რომ ახლა ირაკლი ა პრემიერი, როგორც ჩანს, ახლად არჩეულმა პრემიერმა თავი აარიდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და გადაწყვიტა, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში ყოფილიყო.
ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქ იქნება. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ზურაბიშვილი იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რაც საქართველოს აქვს როგორც რუსეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნით.
ჩვენ გვახსოვს, როგორ აფუჭებდა ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ყოფნას, იმით რომ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე აქცენტებს ადეკვატურად არ აკეთებდა, ეს შესაძლებლობა პრეზიდენტს ამ ფორუმზე ნამდვილად ექნება. საინტერესო იქნება ზურაბიშვილის აქცენტები, მით უფრო თუ გავიხსენებთ მის შეფასებას პარლამენტში რუსეთის ანექსიაზე და ოკუპაციის პროცესებთან მიმართებაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, მან პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრაზე და პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არ აპირებს არსად წასვლას და აპირებს თავისი თანამდებობის ბოლომდე მიყვანას.
„მთელ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებისთვის, სადაც თქვა, რომ არსად მიდის და აპირებს თავისი თანამდებობის ბოლომდე მიყვანას. ასევე პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიციას სთავაზობს ერთიანობის პლატფორმას. მე, როდესაც პრეზიდენტთან მქონდა შეხვედრა ეს იყო თემა და არა პარტიების გაერთიანება, არამედ ყველა იმ აქტორის გაერთიანება, რომლებმაც 9-პუნქტიანი რეფორმა უნდა განახორციელოს, აქ სამოქალაქო საზოგადოებაზეც არის საუბარი“,- განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ გულისხმობს, პრინციპებზე თანხმობას, თუ რა ტიპის სასამართლო უნდა იყოს, რეკომენდაციების პრინციპებზე შეთანხმებას, საარჩევნო რეფორმა და ასევე, ანტიკორუფციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თანხმობას.
„დიდი ხანია პრეზიდენტი თანხმობის აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტმა რომ არ ილაპარაკოს, გერბზე გვაქვს – „ძალა ერთობაშია“.
პლატფორმა არის პრინციპებზე თანხმობა, თუ რა ტიპის სასამართლო უნდა იყოს, რეკომენდაციების პრინციპებზე შეთანხმება, საარჩევნო რეფორმა, ასევე ანტიკორუფციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა აქუბარდიამ.