საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მონაწილეობა მიიღო სემინარში, სადაც საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბების შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა TWINNG-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, სადაც მოწვეულ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკა გუნცაძე, გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
„საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა მოკვლევა ჩაატარა, რომელიც 2026 წლამდე საქართველოში ფისკალური ინსტიტუციის/საბჭოს დაარსების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს ეხება.
აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირის საბიუჯეტო შეთანხმების ნაწილია, რომელსაც მონიტორინგს ევროკავშირი გაუწევს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და სამომავლო მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?