– ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია – შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, -ის სენატის მიერ უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის მიღებას მიესალმა.
„ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის ეს სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია. ს აგრესიასთან დასაპირისპირებლად, ში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად და საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად, რომელიც -ის დახმარებით შეიქმნა და რომელიც ყველა ამერიკელსა და სხვა თავისუფალ ერებს იცავს, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებამ „რესპუბლიკელ“ სენატორს, მიტჩ მაკონელსა და „დემოკრატ“ სენატორს, ჩაკ შუმერს უკრაინის დახმარებისთვის და აშშ-ის გლობალური პოზიციისა და სიძლიერის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს