იტალიის თავდაცვის მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის თავდაცვის მინისტრი პერიკარდიტის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროსეტო რომის სან კარლო დი ნენსის საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.
სამინისტრო აცხადებს, რომ კროსეტოს გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა.
საავადმყოფოში თავდაცვის მინისტრს გულის კორონაროგრაფია ჩაუტარდა და შეიძლება მოგვიანებით გაწერონ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ კროსეტოს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„მოუთმენლად ველით, რომ მალე გიხილავთ“, – წერს ტაიანი X-ზე.
ცნობისთვის, პერიკარდიტი გულის გარეთა გარსის ანთებაა, რომელიც გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს, მაგრამ როგორც წესი, სერიოზულ მდგომარეობად არ ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს