ისრაელ კაცი – ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ აძლიერებს

ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ აძლიერებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ისრაელი ომის საერთაშორისო კანონებს მკაცრად იცავს, რაც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს“, – წერს ისრაელ კაცი X-ზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ღაზაში უამრავი ადამიანის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო საზოგადოება ისრაელისთვის იარაღის ნაკლები რაოდენობით მიწოდებაზე უნდა დაფიქრდეს.
„პირიქით, უსაფრთხო გადაადგილებას ხელს „ჰამასი“ უშლის. ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ ჩვენი ვალდებულება უფრო დიდია, ვიდრე „ჰამასის“. ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები „ჰამასს“ მხოლოდ აძლიერებს. დარწმუნებული იყავით, რომ ისრაელს „ჰამასის“ განადგურება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს