საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ