ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება

“ხალხის ძალის” წევრი, ეხმიანება Numbeo.com-ის რეიტინგს, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა ღამით ტურისტების უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მეგრელიშვილის თქმით, მშვიდობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად იქნა აღიარებული.
“სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და ის მე-4 ადგილს იკავებს. Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.
ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება. უკვე მიღწეული პროგრესი კარგი შედეგია, საქართველო მშვიდობის დერეფანია და უსაფრთხო გარემოა აქ ჩამობრძანებული ყოველი ვიზიტორისთვის. მეტი ხელშესახები შედეგი ქართულ სახელმწიფოს, წინსვლა და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად ტურბულენტურ რეალობაში.” – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს