ფინეთის არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოსკოვთან ურთიერთობას არ აპირებს

ფინეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა განაცხადა, რომ ჰელსინკს მოსკოვთან პოლიტიკურ ურთიერთობა არ ექნება ში ომის დასრულებამდე, ამის შესახებ სტუბმა 12 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ურთიერთობების პოლიტიკა მარტივია“, – ციტირებს სტუბს ტელერადიოკომპანია Yle „დიპლომატიური და ოფიციალურ ურთიერთობები რჩება, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობები არ არის და არც იქნება, სანამ არ დაასრულებს ომს“,- მისი სიტყვებით შეიცვლება უკრაინისადმი ფინეთის დამხმარებაც.
გარდა ამისა სტუბის სიტყვებით, ფინეთის საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკას უკვე ნატოსა და ევროკაშირში წევრობა განაპირობებს.
ფინეთი თითქმის 80-წლიანი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შემდეგ, 2023 წელს გაწევრიანდა ნატოში. ჰესლინკში ეს ახსნეს უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ფინეთსა და რუსეთს 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვთ, ამრიგად რუსეთსა და ნატოს შორის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.
ფინეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდა. სტუბმა არჩევნეში ხმების 51,6%-ით გაიმარჯვა. ალექსანდ სტუბს სხვადასხვა დროს ეკავა ფინეთის პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. იყო ევროკავშირს საქმეთა მინისტრი.
Yle-ს ინფორმაციით კრემლს პოლიტიკოსისთვის გამარჯვება არ მიულოცავს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის არჩეული პრეზიდენტი „ძალიან არამეგობრული ხასიათის“ განცხადებებს აკეთებდა, ამასთან, მოსკოვი საკუთრივ ქვეყანასაც არამეგობრულად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ