იორდანიის მეფე – არ შეიძლება ისრაელის რაფაჰზე თავდასხმა დავუშვათ – გვერდზე ვერ გავდგებით

იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.
”ჩვენ ერთად, არაბული ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობამდე“, – განაცხადა იორდანიის მეფე აბდულამ თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას როგორც პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.
იორდანიის მეფემ დაგმო ს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას.
“არ შეიძლება დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ“, – აღნიშნა მეფე აბდულამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!