უკრაინაში, დაბომბვის გამო, ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული დაბომბვის შედეგად კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერი უკრაინაში, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა“, – აცხადებენ კომპანიაში.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
DTEK-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა და სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ დაბომბვის შეწყვეტის შემდეგ ენერგეტიკოსებმა დაიწყეს შედეგების აღმოფხვრა და აღჭურვილობის მუშაობის აღდგენა.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)