ხაზარაძემ ბრძანა, „ნაცებისგან“ ცალკე ვართო და ბიძინა ივანიშვილს კვირებს უთვლის –

ხაზარაძემ ბრძანა, „ნაცებისგან“ ცალკე ვართო და ბიძინა ივანიშვილს კვირებს უთვლის –
ხაზარაძემ ბრძანა, „ნაცებისგან“ ცალკე ვართო და ბიძინა ივანიშვილს კვირებს უთვლის, ამბობს, მოსკოვში მოუწევს წასვლაო. ამას ამბობს „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში შეზრდილი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და საზოგადოებას ერთობლივად არეკეტებდნენ, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
მისი თქმით, ს არჩევნების შემდეგ ისევ ბიზნესში მოუწევს გადანაცვლება.
„ლელოსთვის“ და გახარიასთვის თურმე „ნაცები“ახლა არის მიუღებელი. მ „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძლო, ცეცხლი წაუკიდა და მისი მართვის მეთოდებიც ვნახეთ. როგორ ჰგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას ანდობს? „მუსტანგი“ ვერ უმართია, გამართული ამერიკული მანქანა. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით, ხოლო მას ისევ ბიზნესში გადანაცვლება მოუწევს, ასევე სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა, რაც მისი თემაა. იქ თავს წარმატებულად გრძნობს. იქ იქნება, სადაც მისი ადგილია. დარწმუნდება, რომ პოლიტიკაში ხელმოცარულია. პატრონებისგან აქვთ დაკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაენაცვლონ, მარგინალები გახდნენ და რევოლუციონერები იყვნენ, რაც არ გამოუვათ. მათზე უფრო დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა გლობალური ომის პარტიიდან „ნაცებს“ ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ ისინი ისევე გაშიფრა, როგორც „ლელოა“ გაშიფრული“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას, დღესაც დაცვა სჭირდება. როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, ჩვენს სამშობლოს წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება

ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის