საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 12 თებერვალს რუსეთი დაადანაშაულეს ხანგრძლივი საინტერნეტო მანიპულაციური კამპანიის წარმოებაში უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა გააძლიერა ძალისხმევა ინფორმაციის მანიპულირების და სიცრუის გავრცელების მიზნით, რითიც მიზანში იღებს კიევის დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს.
როგორც აცხადებენ, საქმე ეხება პოსტებს სოციალურ მედიაში, მაგალითად პლატფორმაზე X, და ვებსაიტზებზე, მათ შორის Sputnik-ზე, და კამპანია “მასშტაბურია და კომპლექსური”.