რამდენია Ryanair-ის საშუალო შემოსავალი 1 მგზავრზე?

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც აჩვენებს, რომ 2023 წლის ბოლოს მისი საშუალო შემოსავალი ერთ მგზავრზე 65,18 ევრო იყო. ამის შესახებ „ავიანიუსი“ წერს.
ეს მაჩვენებელი შორს არის რეკლამირებული 10-ევროიანი ფრენების ფასებისგან, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი მგზავრის იაფ ბილეთს სხვა მოგზაურები ანაზღაურებენ.
Ryanair-ის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის ბოლო კვარტალში ფრენის საშუალო საფასური 42,25 ევრო იყო. საშუალოდ, ავიაკომპანია ყოველი კლიენტისგან დამატებით 22,93 ევროს იღებდა მისთვის დამატებითი სერვისების მიყიდვით – ხელბარგის, ბარგის ტრანსპორტირება, თვითმფრინავში ადგილების შერჩევა და სხვა მომსახურება.
თუმცა ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი Ryanair-ის საოპერაციო ხარჯების დასაფარად, რომელიც ერთ მგზავრზე 65,64 ევროს შეადგენდა.
Ryanair-ის საოპერაციო ხარჯების სტრუქტურა ერთი მგზავრის გადასაყვანად:
საწვავი – €29,57
პერსონალის ხარჯები – €9,23
აეროპორტისა და ჰენდლინგური კომპანიების საფასური – €7,88
ცვეთა – €6,36
საჰაერო ნავიგაცია – €5,72
მარკეტინგისა და დისტრიბუციის ხარჯები – €3,74
ტექნიკური ხარჯები და სათადარიგო ნაწილები – €3,14
სულ: €65,64
ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, რომ 10 ევროს სარეკლამო ტარიფი არსებითად მხოლოდ პერსონალის ხარჯებს ფარავს. ამრიგად, იაფ ბილეთებს ასუბსიდირებენ ის მოგზაურები, რომლებიც ბილეთებს 66 ევროს საშუალო ფასით ყიდულობენ.
გამოყენებული მონაცემები არის Ryanair-ის ფინანსური ანგარიშგება 2024 ფინანსური წლის მე-3 კვარტალში. ის მოიცავს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. კალენდარულ და ფინანსურ წელს შორის შეუსაბამობა განპირობებულია ავიაკომპანიის ფინანსური ანგარიშგების სპეციფიკით.
წყარო: ავიანიუსი