ვიქტორ ორბანი – თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მას დავკარგავთ

თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მაშინ მას დავკარგავთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„თუ სერბეთის ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, მაშინ მას დავკარგავთ. სერბეთს სხვა ვარიანტები აქვს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახანს გააფორმა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სთან ახალი გაფართოების დაწყებამდე ევროკავშირმა ძველი გაფართოების ამოცანა უნდა შეასრულოს.
ცნობისთვის, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მისი ევროინტეგრაციის გზა დემოკრატიული პროცესების უკანდახევისა და რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეფერხებულია.

ასევე დაგაინტერესებთ