მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს

მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა.
„ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით.
ვიცი რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს გაქვთ ძლიერი პიროვნული ვალდებულების გრძნობა ამ საკითხისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში და გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ევროპული გზის განსამტკიცებლად.
გასულ წელს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტმა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ერთიანობის განახლებულ გრძნობას შეუწყო ხელი. მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საერთო მიზნების მისაღწევად და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან მოვალეობებში“, – აღნიშნულია მის წერილში.
Previous: იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო ს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ