ფინეთმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით.
„აშშ-ის საარჩევნო კამპანიები ფინეთის არჩევნებისგან ძალიან განსხვავდება და გამოყენებული რიტორიკა საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში ჩვენი წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთი თავდაცვაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს.
ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ მარტს დაიკავებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან არ დაიცვას.