ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს

ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. ასევე, მარკ რუტეს თქმით, რაფაჰში განხორციელებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება.
მარკ რუტე დღეს ისრაელის ომის კაბინეტის წევრს, ბენი განცს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ შტაიეს შეხვდება.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ისრაელში მარკ რუტეს მესამე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება