ნიკა გვარამია ჯერ პროკურორი იყო – „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა

ნიკა გვარამია ჯერ პროკურორი იყო – „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა
„რამდენ კურდღელსაც არ უნდა სდიოს მ, „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი არ გამოვა, რადგან არსებობს ისტორიული მეხსიერება, არქივი, რომელიც არ იწვის და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა მ განაცხადა.
ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე და მას წინასწარ განწირული უწოდა.
„ნუ გავაკეთებთ იმაზე აქცენტს, რომ ნიკა გვარამიას გარემოცვა ახალგაზრდებითაა სავსე – ნიკა გვარამიას გარემოცვა სავსეა მართული „ენჯეოშნიკებით“, ბენეფიციარებით, კონკრეტული დავალების შემსრულებელი ახალგაზრდებით, რომელთაც ავალებენ, რომ თუ საჭიროა აიღონ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და პოლიციას ესროლონ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ეგზისტენციალური საკითხია.
ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ პოლიტიკური ველი აბსოლუტურად გაიწმინდოს ისეთი პარაზიტებისგან, როგორიც არის, მაგალითად, ნიკა გვარამია. ის საკუთარი ნაძირლობების გადასაფარად ახლა იმ გარემოცვას მიეტმასნა, რომელიც რებრენდინგს ცდილობს. გვარამია ჯერ პროკურორი იყო – „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა.
და რადგან არქივები არ იწვიან და ყველამ კარგად ვიცით, რისი გამკეთებელია ნიკა გვარამია, ძალიან კარგად გამოჩნდება არჩევნებზეც, თუ რისი მაქნისია ის. „ნაცმოძრაობა“ ახლა ზეწრის გადათრევის პირობებშია – ხაბეიშვილი, მელია თუ გვარამია შეძლებს ამას. თავზე კი ადგათ, რომელიც ყველას შეკრებას ცდილობს. შესაბამისად, ორი კურდღლის მადევარი ნიკა გვარამია ვერაფერსაც ვერ დაიჭერს, გარდა მისი კომპრომეტირებული წარსულისა და ახლანდელი პარაზიტული ბუნებისა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
Next: ეგ იყო ვიღაც გაოხრებული, წადით მარშუტკის მძღოლებს ჰკითხეთ – ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ