ჩიქოვანი ზურაბიშვილზე: ალიევისთვის გამარჯვების არმილოცვა უგუნური გადაწყვეტილებაა

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ს მხრიდან სთვის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არმილოცვა უგუნური გადაწყვეტილებაა.
“ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რასაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს. რადგან, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს – ალიევთან კი განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს […] მეორე მხრივ, უბრალოდ ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო […]
ვფიქრობ, ეს საქართველოს ინტერესებსა და აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზიანებს. სულაც მგონია, რომ უგუნური გადაწყვეტილებაა. თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რასაც, დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და რაღაც დავალებებს მიჰყვება”. – თქვა ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანში 7 თებერვალს ჩატარდა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, დათვლილია ხმების 93.35%, რომელთა 92.05% ილჰამ ალიევმა მიიღო.
არჩევნები მომდევნო წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ალიევმა, ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე, ხმის მიცემის პროცესი ნაადრევად დანიშნა.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2003 წლიდან არის. აქამდე ქვეყნის სათავეში იყო მისი მამა, ჰეიდარ ალიევი, რომელიც პოსტს ათი წლის განმავლობაში იკავებდა. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადები შეზღუდული არაა. ეს ილჰამ ალიევის მეხუთე არჩევნებია.