12 თებერვალს 13:45-დან 15:30 საათამდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 12 თებერვლის 13:45-დან 15:30 საათამდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.
დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩალაძე – პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა – ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება – სავარაუდოდ, ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში