2024 წლის დასაწყისში მე შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდროვიჩი – არესტოვიჩი ზელენსკიზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი პირობას დებს, რომ ინფორმაციას წლის დასაწყისისთვის გაავრცელებს და ის საზოგადოებას სიმართლეს გაუმხელს. არესტოვიჩის ვიდეომიმართვა ტელეგრამ არხით გავრცელდა, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერის ბოლო გადაწყვეტილებები დამაბნეველია და ლოგიკით ვერ აიხსნება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ირწმუნება, რომ მან საკუთარი გეგმა მოამზადა სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად და ამ გეგმას მხარს უჭერს გავლენიანი უკრაინელი გენერლების წრეც. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა. თავად ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება.
“ჭკვიანები მიხვდნენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი. მე დავპირდი ზელენსკის, რომ არ ჩავერეოდი, მაგრამ ბოლო დროს მისი ქმედებები ეწინააღმდეგება საღ ლოგიკას. უკრაინის მიწაზე სისხლისღვრის შეჩერების გეგმა მაქვს. ჩემი მიზანი არ არის ომიდან ფულის გამომუშავება, როგორც ამას ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებს. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მე მივიღე მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენიანი გენერლებისგან. პატარა სპოილერი – 2024 წლის დასაწყისში მე შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდროვიჩი,”- აცხადებს არესტოვიჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის