სანამ დროა, შეაჩერეთ ეს პროექტი!“ – მეუფე საბა ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე

მეუფე საბა ინწკირველი ბახმაროში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. სასუილერო პირი მიიჩნევს, რომ კურორტზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება ბახმაროს იერსახეს დაუკარგავს.
მეუფე გამოდის ინიციატივით, მაღალმთიან კლურორტზე ხის კოტეჯების დასახლება აშენდეს, რომლის შესყიდვასაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ.
“ახლა დუმილის დრო არ არის! მე პირადად არ მომწონს ეს პროექტი, თავისი უნიკალურობით და უბრალოებით რაც იყო ბახმარო აღარ იქნება! სანამ დროა შეაჩერეთ ეს პროექტი! ვის თუ არა მე გამიხარდება ჩემი ულამაზესი გურიის განვითარება.
შემოვდივარ იდეით, ამ ბეტონის ნაგებობის ნაცვლად აშენდეს ახალი ხის კოტეჯების დასახლება და მიცეს საშუალება უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს მისი შესყიდვის” – წერს მეუფე საბა.