“არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის არ არსებობს” – მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

“არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს,”- ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესაფასებლად გააკეთა.
“პირდაპირ გეუბნებით – არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთი ფორმით კომუნიკაცია არ არის კარგი. არასწორად არავინ მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, ინფორმაცია მიაწოდეთ სწორად – რა მოხდა, როგორ მოხდა და საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნები. არ არის აუცილებელი თქვენი წინასწარ გამზადებული დასკვნები და მერე იმაზე კომენტარების კეთება,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მის რეპლიკას ანა წითლიძის მხრიდან მოჰყვა რეაქცია – ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
ინციდენტი პარლამენტში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძემ ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. დეპუტატმა თქვა, რომ მინისტრი სიცრუეს ამბობდა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს