აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამოიცა ბესო სოლომონაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა “

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობა ქანუნის მიერ გამოიცა ბესო სოლომონაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა “.
მთარგმნელი: კამურან კირიაკოვი.
ბესო სოლომონაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს. რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე ვითარდება უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი… როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?! ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს