გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის თანამშრომლები დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია.
გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს, დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც, კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას სცემეს. შედეგად თემურ კარბაიას დაზიანებები მიიღო მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, კარბაია ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.
თემურ კარბაია 9 დეკემბერს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაშია.
2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს